Sunday, June 25, 2017

შუშანიკის წამება (ძვ. ქართ. წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ) — იაკობ ცურტაველის (ხუცესის) მიერ დაწერილი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები. ეს არის ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი ძეგლი ქართული მხატვრული ლიტერატურისა. დაწერილია მე-5 საუკუნეში, კერძოდ 476–483 წ.წ. ავტორი მონათხრობ ამბავთა თვითმხილველი და მონაწილეა. ვარაუდობენ, რომ იაკობი VI საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოსი გამხდარა.

„შუშანიკის წამების“ დახვეწილი ენა, სტილი და მაღალი ესთეტიკურ-შემეცნებითი ღირებულება სავარაუდებელს ხდის, რომ ქართული მწერლობა ამ ნაწარმოების შექმნამდე გაცილებით უფრო ადრე უნდა ჩასახულიყო.[3]

ნაწარმოებში ჩანს, რომ V საუკუნის ქართლში კარგად ყოფილა განვითარებული საეკლესიო სისტემა. მასში დასახელებულნი არიან ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვანი.




Add caption